ტენდერი საინფორმაციო ვიდეო რგოლების გადაღებასა და გრაფიკულ დამუშავებაზე

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

ადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ტენდერს საინფორმაციო ვიდეო რგოლების გადაღებასა და გრაფიკულ დამუშავებაზე. 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com)

წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.  

 

ვიდეო რგოლების მიზანი : 

ტენდერი ცხადდება 8 დამოუკიდებელი ვიდეორგოლის გადაღებასა და გრაფიკულ დამუშავებაზე. ვიდეობს დასჭირდება გრაფიკული დიზაინი,

რომლის მეშვეობითაც მარტივად გადმოვცემთ სადაზღვევო სერვისების გამოყენების პროცესს. საჭიროა ხმის ჩაწერა, რომელიც შემდეგ დაედება ვიდეოს.

ვიდეორგოლები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მარტივად აღსაქმელი. ვიდეორგოლების გავრცელების მედია: სოციალური ქსელი.  

 

სამუშაოს აღწერა: 

  • 8 ცალი ვიდეო რგოლის ან გრაფიკული ვიდეოს მომზადება; 
  • თითოეული ვიდეო რგოლის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთ;. 
  • თითოეული ვიდეო რგოლს უნდა დაედოს ხმა; 
  • ვიდეო რგოლებისთვის უნდა შეირჩეს შესაბამისი მუსიკა; 
  • ვიდეო რგოლის სცენარი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან; 
  • ვიდეო რგოლი უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე, შესაბამისი ტიტრებით; 
  • შესაძლებელი უნდა იყოს მოთხოვნის შესაბამისად ვიდეოს გაფართოების ცვლილება. 

 

ტენდერში მონაწილეობის პირობები: 

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს; 
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 

 

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: 

  • ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (პორტფოლიო); 
  • კომპანიის მიერ შექმნილი მინიმუმ 3 გრაფიკული ვიდეო და ვიდეორგოლი;   
  • მომსახურების გაწევის ვადები 
  • პროდუქციის მიწოდების პირობები - მომსახურების სრული ღირებულება - ცალ-ცალკე როგორც ვიდეო რგოლის ასევე გრაფიკული ვიდეოს შემთხვევაში - ლარში, დღგ-ს ჩათვლით. 

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 10.10.2020  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  tkipiani@gpih.ge.

სატენდერო წინადადება მოამზადეთ კომპანიის ბლანკზე და ხელმოწერილი და ბეჭდიანი დოკუმენტი დაურთეთ მეილს. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება,

ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება. კითხვები გამოაგზავნეთ მხოლოდ მითითებულ მეილზე არაუგვიანეს __ (განცხადების გამოქვეყნებიდან 3 დღე მიუთითე). 

 

რეფერენსები ვიდეოსათვის იხილეთ: 

https://www.youtube.com/watch?v=vQtl2IdJb5E  

https://www.youtube.com/watch?v=QWAOru9gAZQ 

https://www.youtube.com/watch?v=6OsIZ8Xa-ZM 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/10/2020
ბოლო ვადა: 16/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: