ტენდერი პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევაზე

ლომისი

.. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #-EF-GE/475
  • დანიშნულება: პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევა

 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

 

ტენდერის პირობები:

კვებითი მომსახურების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს:

  • ყოველდღიურად უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების კვება იმ რეჟიმითა და ასორტიმენტით, რომელიც მოყვანილია დანართში;
  • აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა, გაყინული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლოს მხოლოდ A(1) კატეგორიის პროდუქტით, რომელთაც აქვთ საჭირო შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • საკვები პროდუქტების და მზა კერძების მომზადება აწარმოოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებისათვის;
  • უზრუნველყოს მაგიდებზე ყველა სამაგიდო ატრიბუტიკის (მარილი, პილპილი, მდოგვი), ქაღალდის ხელსახოცების, კბილის საწმენდი ჩხირების მუდმივი არსებობა;
  • დამკვეთის მიერ მიწოდებული ხსნარებით აწარმოოს ხელსაწყოების და და ინსტრუმენტების რეგულარული სანიტარული დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მომსახურეობების გაწევისას, ასევე პერსონალის სპეცტანსაცმლის სისუფთავე;
  • შემსრულებელი დამოუკიდებლად აფორმებს ყველა საჭირო ნებართვას, ლიცენზიასა და სხვა დოკუმენტებს, რაც საჭიროა მოცემულ მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • დარიგების ხაზის მუშაობის რეჟიმი: ყოველდღიურად დასვენების დღეების გარეშე: დღის ცვლა - 12:00 - დან 15:00 - სთ-მდე, ღამის ცვლა - 21:00 სთ - დან 22:00 სთ-მდე;
  • შემსრულებელი ვალდებულია კერძების დამზადებისას გაითვალისწინოს მარხვის დღეები და ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით კერძების ნაწილი მოამზადოს სამარხო;

 

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

გადახდის პირობები: ყოველთვიური, ინვოისის გამოწერიდან 10 დღის ვადაში.

 

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
  • წარწერა: კონფიდენციალურია
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

 

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. ლუდსახარში ნატახტარი, სს.ლომისი

შემოთავაზების მიღება იწყება 21/05/2020 14:00

შემოთავაზების მიღება მთავრდება 04/06/2020 14:00

 

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ ;

 

ზურაბ კვესელავა

პერსონალის მართვის

დეპარტამენტი

ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

სათაო ოფისი: მცხეთის რაიონი,

სოფ. ნატახტარი,

ტელ.: (+99532) 2180797

ელფოსტა: HRTenders@ge.anadoluefes.com


სრული განაკვეთი
ნატახტარი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/05/2020
ბოლო ვადა: 04/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: