ტენდერი ორგანიზაციის თანამშრომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში

ფინკა ბანკი საქართველო

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში

 

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ორგანიზაციის თანამშრომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე (თბილისსა და რეგიონებში).

 

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით. სადაზღვევო პერიოდი 15 ოქტომბერი 2020-15 ოქტომბერი 2021.

დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების (მსუბუქი ავტომანქანა) სავარაუდო რაოდენობა: 40-50, რაც ეტაპობრივად გაიზრდება. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გარდა ორგანიზაციის მიერ დაზღვეული მანქანებისა, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომელთან ხელშეკრულების გაფორმება სატრანსპორტო საშუალების დაზღვევაზე შემოთავაზებული კორპორატიული ფასით, გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში.

ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

 

აუცილებელი პირობა:

  • სადაზღვევო რისკები, კერძოდ: ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, დაზღვევის საგნის გატაცება, ხანძარი, წყალდიდობა, აფეთქება, მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეხის დაცემა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის და მათი ნაწილების ჩამოვარდნა, უხვთოვლიანობა, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, მათ შორის ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და მათი მცდელობა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი.
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე.

 

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე სრული ინფორმაცია;
  • ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • გამონაკლისების დეტალური სია - რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • სადაზღვევო ანგარიშსწორების პირობები;
  • სადაზღვევო არეალი უნდა მოიცავდეს (საქართველო; აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი)
  • სადაზღვევო პრემია;
  • ნულოვანი ფრანშიზა;
  • ავტოტრანსპორტის სრული დაზიანება (განადგურება);
  • განაცხადითა და პოლისით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმეტაცია კომპანიის შესახებ.

 

ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში ან დოლარში (გადახდა მოხდება გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით).

გთხოვთ, ტენდერის მასალა მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტებით მისამართზე:

თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“, სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

სატენდერო წინადადების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე, 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: Lali.Mujirishvili@finca.ge და Ramina.Mamedova@finca.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/07/2020
ბოლო ვადა: 10/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: