LOT.ge
ტენდერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობასთან დაკავშირებით
CENN
CENN აცხადებს ტენდერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობასთან დაკავშირებით
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
- ინტერიერის დიზაინის შემუშავება (უნდა მიესადაგებოდეს ჰაბის მიზნებს, ნიმუშები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში);
- შემუშავებული დიზაინის შესაბამისად ჰაბის საჭირო ინვენტარით (ავეჯი) აღჭურვა;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam.khergiani@cenn.org
სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა ტექნიკური დავალების შესაბამისად, ფასი დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
- სამუშაოების შესრულების ვადა (ეტაპების მიხედვით, სავალდებულო);
- 2020 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- სამუშაოების შესრულების პერიოდი;
- განაცხადის ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია მობ: +995 591 21 99 11
მარიამ ხერგიანი
მობ: +995 555 18 31 13
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/11/2020
ბოლო ვადა: 20/11/2020