ტენდერი მაცივრის დასაბრენდი სტიკერის შესყიდვაზე ნატახტარში

ლომისი

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #-EF-GE/516

ბ) დანიშნულება : მაცივრის დასაბრენდი სტიკერის შესყიდვა

 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის შესახებ ინფორმაცია
  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • მაცივრის სტიკერის ზომები, მაცივრის მოდელების მიხედვით

 

ტენდერის შესახებ ყველა შეკითხვა უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:

Gvantsa.uturashvili@ge.anadoluefes.comდა tenders@ge.anadoluefes.com

 

 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ფასების მოწოდებისა და შედარების შემდეგ, გამოგეგზავნებათ მაცივრის ფაილები, რომლის ნიმუშები უნდა წარადგინოთ წერეთლის 87 დ ნომერში.

 

ტენდერის პირობები:

I.    ფასები უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

II.   თუ სხვადასხვა მწარმოებლის სტიკერებს ხმარობთ, ყველა მწარმოებლის მასალაზე დაბეჭდილი ნიმუში უნდა მოგვაწოდოთ. შეთანხმების შემთხვევაში შემდეგ უკვე შეკვეთა უნდა დაიბეჭდოს მხოლოდ იმ მასალაზე, რომელიც დამტკიცდა.

III.  გადახდის პირობები:    საქონლის მიღებიდან 60 დღე; (შეთანხმებადია)

IV.  ფასები უნდა იყოს მოცემული მეტრკვადრატში

V.    გაითვალისწინეთ, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ყოველი სტიკერის შეკვეთისას, სტიკერები უნდა ჩამოიტანოთ მცხეთა, სოფ. ნატახტარში

 

 

მეილზე უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

I.    თქვენი კომპანიის დასახელება;

II.   საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;

III.  ტენდერის დასახელება (subject-ში მიუთითეთ)

IV. გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი სატენდერო აპლიკაციის ფორმაზე.

 

შემოთავაზების მიღება იწყება                20.01.2021 10:00

შემოთავაზების მიღება მთავრდება         03.02.2021  16:00

 

 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

გვანცა უთურაშვილი

შესყიდვების დეპარტამენტი

ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში

ტელ.: (+99532) 180797

 

 ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com

Gvantsa.uturashvili@ge.anadoluefes.com


სრული განაკვეთი
ნატახტარი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/01/2021
ბოლო ვადა: 03/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: