ტენდერი კვების პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალებების შესყიდვაზე

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი

 ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთსა” (სჰც "აფხაზეთი") და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული #00120775 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე პროექტის „პრევენცია და რეაგირება CIVID-19 კრიზისის წინააღმდეგ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში” ფარგლებში გთხოვთ, წარმოადგინოთ ფას(ებ)ის შემოთავაზება სჰც “აფხაზეთი”-ს სატენდერო განაცხადზე: "ITB 03-0292-UNDP-კვების პროდუქტები; ჰიგიენა" განსაზღვრული მაღალი ხარისხის ბრენდული ნივთ(ებ)ის მოწოდებისათვის (დანართი #1 და დანართი #2, ლოტების მიხედვით, რომლის ჩამონათვალში მოცემულია მოთხოვნილი პროდუქტებისა და მასალების ერთეულები ფასის კვოტირებისთვის, ხოლო მათი ზუსტი რაოდენობა და მიწოდების ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს). 

 

ლოტი #1 - საქონელი:  

  • კვების პროდუქტები თანდართული (დანართი 1) დეტალური ნუსხისა და მახასიათებლების შესაბამისად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30000.00 (ოცდაათი ათასი) ლარი; 

 

ლოტი #2 - სამეურნეო-ჰიგიენური და სადენზინფექციო მასალები: 

  • სამეურნეო-ჰიგიენური მასალები, სადენზინფექციო სითხეები და სახის დამცავი ფარები (დანართი 2) დეტალური ნუსხისა და მახასიათებლების შესაბამისად. მოქმედებს ხარისხის კონტროლი და მოითხოვება სამედიცინო აღჭურვილობასა და მასალებზე შესაბამისობის სერტიფიკატი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24000.00 (ოცდაოთხი ათასი) ლარი. 

 

ტენდერის გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 05 მაისი; 

ტენდერის დახურვის თარიღი და დრო: 2020 წლის 11 მაისი, 15.00 საათი; 

 

სატენდერო დოკუმენტაციისა და მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალის მიღება შესაძლებელი იქნება სჰც "აფხაზეთი"-ს ოფისში 2020 წლის 05 მაისიდან 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით, 10:00-17:00. მისამართი: ქ. თბილისი 0179, შროშის ქ. #4. 

  

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს. 

 

სატენდერო პირობებისაგან განსხვავებული შემოთავაზებები არ განიხილება.    საკონტაქტო პირი და ტელეფონები:   კახაბერ ღვინჯილია - +995 599516999.   


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/05/2020
ბოლო ვადა: 20/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: