ტენდერი ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში

CENN

CENN აცხადებს ტენდერს გორის მუნიციპალიტეტში ინოვაციური ცოდნის ჰაბის მოწყობასთან დაკავშირებით

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
  • ინტერიერის დიზაინის შემუშავება (უნდა მიესადაგებოდეს ჰაბის მიზნებს, ნიმუშები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში);
  • შემუშავებული დიზაინის შესაბამისად ჰაბის საჭირო ინვენტარით (ავეჯი) აღჭურვა;   
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

 

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam.khergiani@cenn.org

 

სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა, ფასი დღგ-ს გარეშე, სავალდებულო);
  • სამუშაოების შესრულების ვადა (ეტაპების მიხედვით, სავალდებულო);
  • 2020 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო);

 

დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: CENN_Tender Information_201016

 

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

 

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • სამუშაოების შესრულების პერიოდი;
  • განაცხადის ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

გიორგი მამფორია მობ: +995 591 21 99 11

მარიამ ხერგიანი

მობ: +995 555 18 31 13

 

მარიკა მღებრიშვილი

მობ: +995 599 53 40 35


სრული განაკვეთი
გორი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/10/2020
ბოლო ვადა: 31/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: