ტენდერი ბენზინის შეძენაზე

საქართველოს სამედიცინო ჯგუფი

Georgian Medical Group (GMG) is pleased to announce an open tender for purchase of GASOLINE FUEL.

კავშირი „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი“ აცხადებს ღია ტენდერს ბენზინის შეძენაზე.

 

პროექტის დასახელება: “The WASH strategy implementation in the rural areas of Autonomous Republic of Adjara of Georgia”

 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად. ტენდერი ცხადდება ერთი წლის განმავლობაში “პრემიუმის”-ს ტიპის ბენზინის შესყიდვაზე, საერთო მაქსიმალური თანხით - 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ლარებში. ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საწვავის შეძენა მოხდება ყოველთვიურად (დაახლოებით 500 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ლარებში). მნიშვნელოვანია, რომ მითითებული თანხა წარმოადგენს ზედა მაქსიმალურ ზღვარს, რაც ნიშნავს, რომ ჯამური წლიური შესყიდვა შესაძლებელია იყოს ამ ზღვარზე ნაკლები (მცირე ვარიაციით), მაგრამ ვერ გადააჭარბებს 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ლარებში.

 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ, 10.04.2018 -ის 18:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ–ფოსტის შემდეგ მისამართზე: GMG.WASH@gmail.com დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კავშირი „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი“ ზემოაღნიშნულ პროექტს ახორციელებს USAID-ის დაფინანსებით და შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ–ს გადასახადისგან. გთხოვთ, წარმოდგენილი ფასები არ შეიცავდეს დღგ–ს გადასახადს.

 

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა და მიამაგროთ ელ–ფოსტის მესიჯს ფაილის სახით. ელ–ფოსტის subject-ში მიუთითეთ: Fuel

 

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში შემოთავაზებების გამოგზავნამდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართეთ:

 

ქალბატონ თამარ ბერიძეს

tamar.beridze84@gmail.com

 

 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 11.04.2018 -სთვის.

 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.

 

დანართი 1

კონკურსის პირობები

სპეციფიკაცია:

  • შესყიდვის ობიექტი - ბენზინი
  • ტექნიკური აღწერილობა - პრემიუმი
  • ზომის ერთეული - ლიტრი
  • ერთეულის ფასი

 

 

სხვა პირობები:

  • საქონლის მიწოდების ვადა: შეკვეთის გაფორმებიდან 2 კვირაში
  • საქონლის მიწოდების ადგილი: საქართველო


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/03/2020
ბოლო ვადა: 10/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: