ტენდერი ავტომობილის დაზღვევის შეძენაზე

საქართველოს სამედიცინო ჯგუფი

კავშირი „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი“ აცხადებს ღია ტენდერს ავტომობილის დაზღვევის შეძენაზე.

 

პროექტის დასახელება: “The WASH strategy implementation in the rural areas of Autonomous Republic of Adjara of Georgia”

 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ დაზღვევა 2014 წელს გამოშვებული ავტომობილისათვის - Honda Pilot და 2011 წელს გამოშვებული Ford Escape.

 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ, 16.06.2020 -ის 18:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ–ფოსტის შემდეგ მისამართზე: GMG.WASH@gmail.com დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კავშირი „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი“ ზემოაღნიშნულ პროექტს ახორციელებს USAID-ის დაფინანსებით და შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ–ს გადასახადისგან. გთხოვთ, წარმოდგენილი ფასები არ შეიცავდეს დღგ–ს გადასახადს.

 

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა და მიამაგროთ ელ–ფოსტის მესიჯს ფაილის სახით. ელ–ფოსტის subject-ში მიუთითეთ: Car Insurance

 

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში შემოთავაზებების გამოგზავნამდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართეთ:

 

ქალბატონ თამარ ბერიძეს

ტელ. ნომერი +995–593–218 681

tamar.beridze84@gmail.com

 

 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 17.06.2020 -სთვის.

 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/06/2020
ბოლო ვადა: 16/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: