ტენდერი ავტომანქანის ზეთების და ფილტრების შესყიდვაზე

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

შპს  „ორი  ნაბიჯი“  გიწვევთ  ტენდერში   მონაწილეობის   მისაღებად  და  გაცნობებთ,  რომ  მზად  არის  შეისყიდოს  ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ავტომანქანის ზეთების და ფილტრები

გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2020 წლის 26 ივნისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება    2020 წლის 26 ივნისის ჩათვლით        განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში    10 საათიდან 18 საათამდე     

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000    ნაწილები    და    აქსესუარები    სატრანსპორტო    საშუალებებისა    და    მათი
  • ძრავებისათვის       
  • 34900000    სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები       
  • 50100000    სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების
  • შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები       

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • კომპანიის სრული დასახელება       
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი       
  • მისამართი       
  • ტელეფონი       
  • საბანკო რეკვიზიტები       
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით       
  • მიწოდების ვადა და პირობები       
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;       
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;       
  • ცნობა  საჯარო  რეესტრიდან,    რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო
  • გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;       
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;       
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;       
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;       
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო
  • ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).     

რეკვიზიტები

  ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული:    სატენდერო კომისია        საკონტაქტო პირი:    გიორგი ალიბეგაშვილი        ტელეფონი:    +995 577 77 97 47        E-mail    Giorgi.alibegashvili@orinabiji.ge        მისამართი:    2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო     

შენიშვნები:   შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;        შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;     


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/06/2020
ბოლო ვადა: 26/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: