Tender for Purchase of HEALTH INSURANCE

საქართველოს სამედიცინო ჯგუფი

Georgian Medical Group (GMG) is pleased to announce an open tender for purchase of HEALTH INSURANCE.

კავშირი „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი“ (პროექტის დასახელება: “The WASH strategy implementation in the rural areas of Autonomous Republic of Adjara of Georgia”) იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრირებულ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისის პროვაიდერ კომპანიებს. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე/შვილი). ორგანიზაციის თანამშრომელთა სრული რაოდენობა შეადგენს 6 ადამიანს, ხოლო მათი ოჯახის წევრთა რაოდენობა არის 14 ადამიანი.

 

მომსახურება განხორციელდება თბილისში და აჭარაში.

 

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით ან და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები.

 

 

თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის/ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა).

 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ, 10.04.2019 -ის 18:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ–ფოსტის შემდეგ მისამართზე: GMG.WASH@gmail.com დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, კავშირი „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი“ ზემოაღნიშნულ პროექტს ახორციელებს USAID-ის დაფინანსებით და შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ–ს გადასახადისგან. გთხოვთ, წარმოდგენილი ფასები არ შეიცავდეს დღგ–ს გადასახადს.

 

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა და მიამაგროთ ელ–ფოსტის მესიჯს ფაილის სახით. ელ–ფოსტის subject-ში მიუთითეთ: Health Insurance

 

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში შემოთავაზებების გამოგზავნამდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართეთ:

 

ქალბატონ თამარ ბერიძეს

tamar.beridze84@gmail.com

 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 11.04 .2019 -სთვის.

 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.


სრული განაკვეთი
თბილისი ,  ბათუმი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/03/2020
ბოლო ვადა: 10/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: