თბომავლის მემანქანე კასპში

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში და შეიძინა  აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მაშტაბით ახორციელებს ევროპული სტანდარტით ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. ადგილობრივად იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის ქარხანას. კომპანია ადგილობრივი ბაზარის ლიდერია ცემენტისა და ბეტონის წარმოების მიმართულებით.

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კასპის ცემენტის ქარხანაში აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მემანქანის პოზიციაზე.   

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თბომავლის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თბომავლის მექანიზმებისა და მოწყობილობების გაუთვალისწინებელი ავარიის ოპერატიულად აღმოფხვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • რეგლამენტით გათვალისწინებული ჩანაწერების დროული და ზუსტი წარმოება;
  • თბომავლის სამუხრუჭე ბუნიკების მდგომარეობის შემოწმება;
  • სასიგნალო და გამანათებელი მოწყობილობების შემოწმება;
  • წყლის, ზეთის და საწვავის მილგაყვანილობების შემოწმება;
  • რკინიგზის ხაზის ნორმალური განათების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სხვა სამუშაოების შესრულება დავალებისამებრ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • თბომავლის მართვის მოწმობა;
  • მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
  • სამანევრო სამუშაოების ინსტრუქციის ცოდნა;
  • სასურველია სარკინიგზო კოლეჯის დიპლომი/სერტიფიკატი.

 

 

თუ თქვენი გამოცდილება შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა.

 

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან თანამშრომლობას!


სრული განაკვეთი
კასპი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: