სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრეინინგ-ცენტრის ხელმძღვანელი

ევროპის უნივერსიტეტი

“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრეინინგ-ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ცენტრის საერთო ხელმძღვანელობა და მართვა;
  • უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების   დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით წინადადებების შემუშავება;
  • უნივერსიტეტის პერსონალისა   და სხვა დაინტერესებული პირების გადამზადება/დატრენინგებასწავლების თანამედროვე მეთოდების მიმართულებით;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების მოძიება სხვადასხვა გზებით, მათ შორის პარტნიორ უნივერსიტეტებში;
  • ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი ეფექტური მეთოდების ანალიზი და საინტერესო მიგნებების გამოვლენა;
  • საერთაშორისო კონფერენციებზე/ფორუმებზე/კურსებზე დასწრების      მეშვეობით სწავლების თანამედროვე მეთოდების სრულფასოვანი შესწავლა;
  • მოძიებული მეთოდების უნივერსიტეტში დანერგვისთვის გეგმების შემუშავება და ქართულ რეალობაზე ადაპტირება ფაკულტეტების აქტიური ჩართულობით;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარების გეგმის შემუშავება და შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრა;
  • გაწერილი გეგმების შესრულების მონიტორინგი და პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • სწავლების        თანამედროვე    მეთოდების       დანერგვის        პროცესში          წარმოქმნილი    პრობლემების ანალიზი/გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა და მათი სამომავლო პრევენციული ზომების მიღება;
  • დანერგილი სასწავლო მეთოდიკის ეფექტურობის შეფასება ხარისხის კონტროლის ერთეულთან თანამშრომლობით;
  • ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შედეგად მიღებული შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სწავლების მიმართულებით 3 წლიანი გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT ძალიან კარგი);
  • ინგლისური ენა - სრულყოფილად (მეტყველება, წერა).

 

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვისა და მართვის;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა;

 

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზ.76/სარაჯიშვილის 17.
  • გრაფიკი: სრული;
  • პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@eu.edu.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 მარტი.

ინფრომაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ: https://eu.edu.ge/ge

 

1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 16/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: