სტრატეგ. განვით. სამმართველოს II კატეგ. უფროსი სპეციალისტი

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა). თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი − საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამუშაო პოზიციის დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი კატეგორია: იურიდიული და ანალიტიკა თანამდებობრივი სარგო: 1600 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (საჯარო მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამართლებრივი/ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადება; ** სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების, მათი განხორციელების მონიტორინგის/შეფასების ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; ** უწყებათაშორისი საბჭოების საქმიანობაში მონაწილეობა: ანალიტიკური მხარდაჭერა, დოკუმენტებზე სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებული კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება; ** საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა; ** საკანონმდებლო ინიციატივების პროექტების შემუშავება; ** უწყებათაშორისი კომუნიკაცია და კოორდინაცია. საკონკურსო თემატიკა: ** "საქართველოს კონსტიტუცია"; ** "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; ** გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC); ** "პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება; ** "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილება; ** "საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 ოქტომბრის №484 დადგენილება; ** ზოგადი ინფორმაცია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შესახებ http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp; ** ზოგადი ინფორმაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) შესახებ http://www.oecd.org/; ** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება". საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი); ** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ** სამართლებრივი დოკუმენტების ან/და ანალიტიკური კვლევების, ანგარიშების შედგენის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა (B2); ** კომპიუტერული პროგრამების (Outlook, Word, PowerPoint, Excel) კარგად ცოდნა. ** შედეგზე ორიენტაცია; ** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ** გუნდური მუშაობა; ** პრობლემების ანალიზი; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება. კონკურსის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა; ** წერითი დავალება; ** გასაუბრება. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. დამატებითი ინფორმაცია: ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს. კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: ** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); ** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. ** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა; ** აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა; ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს. შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 51%-ის შესაბამისი ქულის მიღება; კანდიდატს, რომელსაც კონკურსის ფარგლებში დანიშნული ტესტირების თარიღამდე 1 წლის განმავლობაში სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრში" გავლილი აქვს ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში და გადალახული აქვს მიმდინარე კონკურსის პირობებით დადგენილი ბარიერი, ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული ეტაპი ჩაეთვლება გავლილად. ასევე, კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას, რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ის შესაბამისი ქულის მიღება. გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5). კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 2020 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/09/2020
ბოლო ვადა: 19/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: