სტაჟირების პროგრამა ორგანიზაციული გაყიდვების მიმართულებით

PepsiCo

ჩვენ ვართ პეპსიკო! 

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან -

"სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 

   

შექმენი საკუთარი პროფესიული კარიერა პეპსიკოში!  

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე ორგანიზაციული გაყიდვების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების 

განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! 

 

მოკლე აღწერა:  

ორგანიზაციული გაყიდვები - ამ მიმართულების დანიშნულება საკმაოდ მრავაფეროვანია: ბაზრის ანალიზი, პროდუქციაზე ფასების დადგენა, 

კლიენტებთან მუშაობის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, სავაჭრო მარკეტინგის აქციების შემუშავებაში მონაწილეობა, კლიენტებთან ურთიერთობა  

 

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: 

  • სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა გაყიდვების, სავაჭრო მარკეტინგის, ფინანსებისა და ლოგისტიკის გუნდებთან ერთად 
  • ბაზრის ანალიზი, ასორტიმენტის მატრიცებისა და პრომო-ღონისძიებების შემუშავება 
  • კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა 
  • ჩატარებული პრომო-აქციების ეფექტურობის ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით საკუთარი იდეების შეთავაზება  

 

პროგრამის დასრულების შემდეგ: 

  • გაიგებ როგორ იგეგმება და ხორციელდება გაყიდვების გაზრდისათვის საჭირო პროგრამები 
  • მიიღებ გამოცდილებას მოლაპარაკებების წარმართვაში 
  • ისწავლი პროდუქციის ასორტიმენტის მართვასა და დიდი მოცულობის ინფორმაციის ანალიზს 
  • შეისწავლი პროდუქციაზე ფასების ფორმირების პროცესებს 
  • გაეცნობი კლიენტთა შემოსავლიანობის მართვის ძირითად პრინციპებს  

 

ვის ვეძებთ: 

  • უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები  
  • უცხო ენების ფლობა: რუსული თავისუფლად, ინგლისური B1+ დონეზე 
  • MS Office პროგრამების ცოდნა  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი  
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა 

 

 

დაინტერესდი? 

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020.  PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. 

გისურვებთ წარმატებებს!  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/05/2020
ბოლო ვადა: 01/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: