სტაჟირების პროგრამა ტექნიკური მიმართულებით

PepsiCo

ჩვენ ვართ პეპსიკო!

პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

 

შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში!

 

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე ტექნიკური მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

 

მოკლე აღწერა:

 

ტექნიკური უზრუნველყოფა - ეს არის დეპარტამენტი, რომლის მთავარი მისიაა საწარმოო პროცესების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა როგორც მექანიკური, ასევე ელექტრო მიმართულებით. მისი მიზანია დაგეგმოს და განახორციელოს წარმოებაში არსებული ყველა მანქანა-დანადგარების დროული და ხარისხიანი მომსახურება საწარმოო პროცესების უწყვეტი და სათანადო ოპერირების უზრუნველსაყოფად.

 

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

  • ენერგო-ტექნიკური სამსახურის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა დანახარჯებისა და ენერგორესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • ენერგეტიკული მოწყობილობებისა და ქსელების მოდერნიზაციის პროგრამების შემუშავება, რომელთა მიზანია ენერგომომარაგების ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდა
  • წარმოების ელექტრომოწყობილობების მოხმარების ტექნიკური წესებისა და დაგეგმილ-პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების წლიური გეგმის დაცვა.
  • ტექნიკური რეგლამენტისა და სხვა რეგულაციების შესაბამისად საწარმოს ენერგო-ტექნიკური
  • ავარიების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ:

  • გაიგებ როგორ იგეგმება ენერგო-ტექნიკური სამსახურის საქმიანობა დანახარჯებისა და ენერგორესურსების ოპტიმიზაციის მიზნით.
  • გაიგებ როგორ გააკონტროლო ენერგორესურების რაციონალური გამოყენება
  • შეძლებ დამოუკიდებლად იმუშაო ნორმატიულ დოკუმენტებზე
  • ისწავლი როგორ მუშავდება ენერგეტიკული მოწყობილობებისა და ქსელების მოდერნიზაციის პროგრამები, რომელთა მიზანია ენერგომომარაგების ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას.
  • ისწავლი როგორ ხდება ენერგო-მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაცია. მიიღებ ცოდნას შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მიმართულებით

 

ვის ვეძებთ:

  • უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ენერგეტიკის მიმართულებით
  • უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა

 

დაინტერესდი?

გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/05/2020
ბოლო ვადა: 01/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: