სტაჟირების პროგრამა - მომხმარებელთა აქტივაცია და კვლევა

Pepsico

ჩვენ ვართ პეპსიკო! პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შექმენი შენი განვითარების გზა პეპსიკოში! არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე მომხმარებელთა აქტივაციისა და კვლევის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად! რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე: ** ბრენდებისა და პროდუქტების ბაზარზე განვითარების ანალიზი, მომხმარებელთა ქცევის კვლევა ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა სავაჭრო მარკეტინგის სხვადასხვა ინსტრუმენტებით ** ადგილობრივი პრომო-აქციების განხორციელება და ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა სავაჭრო წერტილებში პროგრამის დასრულების შემდეგ: ** ისწავლი დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობას, მარკეტინგული კვლევების ჩატარებას ** შეისწავლი სავაჭრო ობიექტებში პროდუქტების განლაგების პრინციპსა და მომხმარებელთა ქცევას ** შეძლებ გაყიდვების გუნდთან ერთად განახორციელო რეალური კამპანიები ყველაზე ცნობილი ბრენდების განვითარებისთვის ვის ვეძებთ: ** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ეკონომიკის, სოციოლოგიის, მარკეტინგის მიმართულებით ** უცხო ენების ფლობა: რუსული და ინგლისური B2+ დონეზე ** MS Office პროგრამების ცოდნა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ციფრებთან მუშაობისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი ** ანალიტიკური აზროვნება ** ადამიანებზე დაკვირვების სურვილი და ინტერესი მათი ქცევის მიზეზების ძიებისადმი ** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა რას გთავაზობთ: ** "პეპსიკოს" მმართველი გუნდის მხარდაჭერასა და ინდივიდუალური განვითარების პროგრამას ** ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს ** კონკურენტულ ყოველთვიურ ანაზღაურებას - 1350 ლარი ** წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე. დაინტერესდი? გაიგე უფრო მეტი სტაჟირების პროგრამის შესახებ PepsiCo GO Programs, გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ივნისი, 2020. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. გისურვებთ წარმატებებს!

1350 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 19/05/2020
ბოლო ვადა: 01/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: