სტაჟირება საკრედიტო მონიტორინგის დეპარტამენტში

ქართული კრედიტი

სს მისო ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მისო “ქართული კრედიტი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: სტაჟიორი საკრედიტო მონიტორინგის დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა : თბილისი, სათაო ოფისი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 19 მარტი, 2020 წელი.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პორტფელური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • დისტანციური მონიტორინგის  სხვადასხვა  პროცესში ჩართულობა;
  • ქეისების განხილვა და ანალიზი; 
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი  ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა ტექნიკური პროფილით, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე

 

აუცილებელი უნარები:

  • დეტალზე ორიენტაცია;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობა, კოლეგიალობა.

 

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
  • ახალი უნარების აღმოჩენას;
  • სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • სამომავლო დასაქმების პერსპექტივას მზარდ ფინანსურს ორგანიზაციაში.

 

პოზიციის პირობები:

  • 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 200 ლარი (ხელზე);
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გრძელვადიანი თანამშრომლობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2020 წლის 19 მარტისა.  

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 19/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: