სტაჟირება

იუსტიციის სახლი

"იუსტიციის სახლი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 - მდე სერვისს აწვდის. სსიპ "იუსტიციის სახლი" აცხადებს სტაჟირებას თბილისის იუსტიციის სახლში. სტაჟირების პირველი 3 თვე არა ანაზღაურებადია. სტაჟირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვე. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე ვადით. ადგილმდებარეობა: თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 მოთხოვნები: ** IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი; ** ქართული ენის (C1) შესაბამის დონზე ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა; ** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სამოტივაციო წერილის ველის შევსება; უნარები: ** კომუნიკაბელურობა; ** ლოგიკური აზროვნება; ** კეთილგანწყობა; ** ​მოტივირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: სტაჟიორები მიიღებენ გამოცდილებას იუსტიციის სახლის საკონსულტაციო, სწრაფ და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში. საკონკურსო თემატიკა ** საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ". ** სსიპ "იუსტიციის სახლის" აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ - "იუსტიციის სახლის" ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე"; ** სსიპ "იუსტიციის სახლის" კონცეფცია; ** ზოგადი ინფორმაცია სსიპ "იუსტიციის სახლის" სერვისების შესახებ. კონკურსის ეტაპები: ** განცხადებების გადარჩევა; ** წერითი დავალება; ** გასაუბრება. თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე - სტაჟირება თბილისის იუსტიციის სახლში. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 18.03.2020


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: