სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა

GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.

ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 12 წელზე მეტია ახორციელებს . მათ შორისაა: თელიანი ველი, ბაგრატიონი, Macallan, Lavazza, კამპა, Medoff, Sobieski და სხვა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს

ჯიდიელი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა;
  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადებაში ჩართულობა;
  • ხელშეკრულებების შედგენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
  • კომპანიის წარმოდგენასა და მისი ინტერესების დაცვაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში მონაწილეობის მიღება;
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური, წერითი)
  • MS Office (Word, Outlook) კარგად ცოდნა

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ოპერატიული
  • მოწესრიგებული
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი  

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება იურიდიულ დეპრატამენტში“

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/10/2020
ბოლო ვადა: 06/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: