სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში

ევექსის კლინიკები

ევექსის კლინიკები  აცხადებს  სტაჟირებას  ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში თბილისში

პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი,სათავო ოფისი
  • სამუშო გრაფიკი:  სრული.
  • ანაზღაურება: სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

 

   ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელბის ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან  სატელეფონო რეაგირებით;
  • ტერმინალ სერვერზე ახალი მომხმარებლის (user- ის) პროფილების გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული  მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მე-3 ან მე-4  კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • სასურველია Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა(XP, 7, 8);
  • კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

   პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 ივლისი, 2020 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: 

 

https://evexclinics.ge/ka/vacancy/stajirebas--informaciuli-teqnologiebis-martvis-departamentshi/259

სს „ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე pdp-officer-clinics@evex.ge  და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.  გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/06/2020
ბოლო ვადა: 13/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: