სტაჟირება დაზღვეულთა უფლებების დაცვისა და ხარისხის კონტროლის განყოფილებაში

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაგლობალ ბენეფიტს ჯორჯიაარის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group” ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

 

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაგლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს სტაჟირებას დაზღვეულთა უფლებების დაცვისა და ხარისხის კონტროლის განყოფილებაში.

განცხადების ვადა: 2 სექტემბერი - 2 ოქტომბერი, 2019

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

 

სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე, დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის თანამშრომლების მიერ ინსტუქციის შესრულების მონიტორინგში ჩართულობა;
  • მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობის მონიტორინგში ჩართულობა;
  • განყოფილებაში შემოსული ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, შენახვა;
  • მონიტორინგის ანგარიშის მომზადებაში ჩართულობა;
  • განყოფილების საქმინობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმალური B2 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);

 

პიროვნული უნარები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაგაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/09/2020
ბოლო ვადა: 17/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: