სტაჟირება

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნ. კომიტეტი

"ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი" და გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი აცხადებენ განაცხადების მიღებას 23-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე. სტაჟირების პროგრამა არის პროექტის "გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა" ნაწილი, რომელიც ხორციელდება ფონდ ALIPH -ის ( The International alliance for the protection of heritage in conflict/კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი, რომლის აქტივობები 2020 წლის მარტში დაიწყება და ორ წელს გასტანს მიზნად ისახავს: ** გორის მუზეუმის კატასტროფის რისკების მართვის გეგმის შემუშავებას შეარაღებული კონფლიქტისგან დასაცავად; ** მუზეუმის კოლექციების დოკუმენტაციას, შენახვის პირობების გაუმჯობესებას; ** გორის და შიდა ქართლის სხვა მუზეუმების პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას პრევენციული კონსერვაციისა და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის პირველადი დახმარების საკითხებში. ** პროექტი ასევე მოიცავს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე კრიზისულ სიტუაციებში. სამუშაო განაკვეთი: ნახევარი ადგილმდებარეობა: ქალაქი გორი, გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი ანაზღაურება: USD 113 ექვივალენტი ლარში სამუშაოს აღწერილობა: სამუზეუმო კოლექციების დოკუმენტაცია (ფოტოს გადაღება, სკანირება, სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მონაცემთა ბაზაში განთავსება) შენიშვნა: შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება საბაზისო ტრენინგი და სტაჟირების პირველ ეტაპზე იმუშავებს მუზეუმის თანამშრომლის ზედამხედველობის ქვეშ გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ხელოვნების ისტორიის ან სამუზეუმო საქმის მიმართულებით; ** ქართულად გამართულად წერის უნარი; ** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ** სურვილი, დაუთმოს სტაჟირებას საშუალოდ 20 საათი კვირაში. პირადი თვისებები: ** პასუხისმგებლიანი, გუნდურად მომუშავე, მოტივირებული. ** სასურველი მოთხოვნებია: მუზეუმთან თანამშრომლობის გამოცდილება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა არაუგვიანეს 20 მარტისა: https://forms.gle/ux6NcmoZYdac7nYa8 და ელფოსტაზე blueshield.georgia@gmail.com გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: განაცხადის ფორმითა და გასაუბრების მეშვეობით. გელით და გისურვებთ წარმატებებს! დაწვრილებითი ინფორმაცია პროექტისა და ALIPH-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საპროექტო წინადადებების შესახებ ხელმისაწვდომია "ლურჯი ფარის" ვებ-გვერდზე და დოკუმენტში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 05/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: