სტაჟირება - სურსათის უვნებლობის კონსულტანტის ასისტენტი

ISO Consulting

"ISO Consulting" ახალ კურსდამთავრებულებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე "სურსათის უვნებლობის კონსულტანტის ასისტენტი". სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სტაჟირების პერიოდში შეთანხმებისამებრ; სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში - სრული. სტაჟირების პირობები: ** სტაჟირების ვადა: 6 თვე. ** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 300 ლარი (ხელზე მისაღები). სტაჟირების პერიოდში პროგრამის მონაწილეს საშუალება ექნება: ** გაეცნოს სურსათის უვნებლობაში ISO-ს შესაბამის სტანდარტებს ** დაესწროს ISO-ს ტრენინგებს ** მიიღოს საწარმოო პრაქტიკა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც იყენებენ ან სურთ გამოიყენონ ISO-ს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები (HACCP, ISO 22000, FSSC, BRCGL, IFS, GlobalGAP და სხვა სტანდარტები). სტაჟირების ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეს საშუალება ეძლევა დასაქმდეს "ISO Consulting"-ში ან სხვა ორგანიზაციაში, რომელიც იყენებს ISO-ს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტებს. აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი) ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით: ** საბუნებისმეტყველო სპეციალობები (ბიოლოგიის განხრით) ** კომუნალური მედიცინა ან შრომის ჰიგიენა ** კვების ტექნოლოგია ** სხვა, რომელიც დაკავშირებული იქნება სურათის უვნებლობასთან. 2. სავალდებულოა - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა) - Advanced level. 3. ქართული ენის ცოდნა. 4. საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებმაც: ** წარჩინებით დაასრულეს საშუალო სკოლა. ** წარჩინებით დაასრულეს უმაღლესი სასწავლებელი. პროგრამის მონაწილეები შეირჩევიან ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე. შერჩევის 1-ლი ეტაპი: ტესტირება 2 ნაწილად შემდეგ საკითხებში: ** სურსათის უვნებლობის ტესტი; ** ინგლისურის ტესტი ** ქართული ენის ტესტი ** უნარების ტესტი. შერჩევის მე-2 ეტაპი: გასაუბრება პროფესიული მიმართულებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "სურსათის უვნებლობის სტაჟირების პროგრამა". ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.isoconsulting.ge

300 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/07/2020
ბოლო ვადა: 22/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: