სტაჟიორი/ოფისის მენეჯერის დამხმარე

ვი დი სი

ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი/ოფის მენეჯერის დამხმარე

დამსაქმებელი: შპს ვი დი სი

ორგანიზაციის შესახებ: კომპანია ვი დი სი არის ტექნოლოგიური მიმართულების სისტემ ინტეგრატორი, ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ელექტროობა, დაცვითი სისტემები, სახანძრო უსაფრთხოება და სხვა.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანებით, რომელთა ძირითადი მიზანია ევროპული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა საქართველოში.

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
  • პროფესიულ განვითარებას.

 

ფუნქციები:

  • პირველადი დოკუმენტების, ინვოისის მომზადება;
  • უცხოელ/ქართველ მომწოდებლებთან კომუნიკაცია ლოჯისტიკურ საკითხებზე;
  • ტექნიკური გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • საბუთების რეგისტრაცია, დახარისხება, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • ოფიციალური ელექტრონული მიმოწერის წარმოება;
  • სატელეფონო ზარების პასუხი;
  • ოფისის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.

 

 

მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office: MS Word, MS Excel, MS Outlook, MS Power Point);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1 დონე.

 

 

უნარები:

  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • სწრაფად ათვისებისა და ინიციატივების გამოხატვის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
  • დროის მართვის უნარი.

 

სამუშაო განაკვეთი: 11.00 – 19.00

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

ანაზღაურება: სტაჟირება არის არაანაზღაურებადი.

 

გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@vdc.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება „სტაჟიორი/ოფის მენეჯერის დამხმარე“.

 

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/09/2020
ბოლო ვადა: 06/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: