სტაჟიორი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიისთვის

C-team Management Consulting

C-Team Management Consulting-ის გუნდი ეძებს მოტივირებულ, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულ და შრომისმოყვარე ახალ წევრს.

ჩვენ ვართ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში. კომპანიაში გვაქვს მეგობრული, საინტერესო და უმეტესწილად ინტენსიური სამუშაო გარემო. გვყავს განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებული შეკრული გუნდი, რომელიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად სჭირდება ახალი გუნდის წევრი, რომელიც სწრაფად გაითავისებს კომპანიის კულტურას.

აღნიშნული პოზიცია მოიცავს ინოვაციურ და მრავალფეროვან პროექტებში სრულ ჩართულობას, რაც გუნდის ახალი წევრისთვის სწრაფი და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობაა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის ფარგლებში საჭირო მონაცემების შეგროვება, ანალიზი და დასკვნების მომზადება;
  • Power Point-ში პრეზენტაციების მომზადება;
  • შემუშავებული დოკუმენტების ფორმატირება და კორექტირება;
  • პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში  მონაწილეობის მიღება;
  • პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება;
  • პროექტის ფარგლებში მიმდინარე დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;

 

საჭირო უნარჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • მუდმივი განვითარების სურვილი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • რამდენიმე პროექტზე/დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსური მართვა, ეკონომიკა)
  • MC-Office-ის პროგრამების სიღრმისეული ცოდნა (Power Point, Excel, Word)
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საქართველოს წამყვან კომპანიებში მიმდინარე პროექტებში სრულ ჩართულობას და ტოპ-მენეჯმენტთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • C-Team-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას და მათ მიერ ცოდნის მუდმივი გაზიარების მეშვეობით სწრაფ პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • ანაზღაურებად 3 თვიან სტაჟირების პროგრამას, რისი წარმატებით გადალახვის შემდეგ კანდიდატს შევთავაზებთ პროექტის ასისტენტის პოზიციას;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: info@c-team.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს პროექტების დირექტორს, ნათია ჭინჭარაულს. ტელ: +995 555 808040


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/08/2020
ბოლო ვადა: 29/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: