სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი / კლინიკური მენეჯერი ქუთაისში

დავით აღმაშენებელის სახ. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო–ქსენონი

დავით აღმაშენებელის სახ. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო–ქსენონი აცხადებს ვაკანსიას  სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი – კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

  • სამედიცინო სფეროში კლინიკის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა;
  • მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული სამედიცინო ერთეულების კონტროლი.
  • სამკურნალო, დიაგნოსტიკური, პრევენციული და რეაბილიტაციური ქვედანაყოფების გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა;
  • კლინიკის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის გარკვევით და ყველა წესის დაცვით წარმოების და მისი დროული ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციის ცოდნა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დონეზე,ჯანდაცვის სისტემაში არსებული მოთხოვნებისა და პრობლემების პროფესიონალურ დონეზე გააზრება;
  • სწორი გადაწყვეტილებების მიღება პრობლემების კვლევის საფუძველზე;
  • პაციენტზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობების შექმნა, პალატებში შემოვლა, პაციენტთან ურთიერთობის დროს კონფიდენციალობის და სამედიცინო ეთიკის ნორმების მკაცრი დაცვა, გამოკვლევებისა და კონსულტაციების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, კონსილიუმის დანიშვნის უზრუნველყოფა.
  • კლინიკის ხარისხის მართვის გეგმის შედგენა და მისი განხორციელება, სამედიცინო ანგარიშის შედგენის მიზნით, ხელმძღვანელისათვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • მიიღოს ზომები, რათა სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგოს მოწინავე გამოცდილება სამედიცინო საქმიანობის ადმინისტრირების დარგში;
  • საყოველთაო დაზღვევის სისტემასთან და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის საკითხების მოწესრიგება;
  • სტრესული მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი და მუშაობის პროგრამირება, ფუნქციების დელეგირება, საჭირო საოფისო სისტემების დაგეგმარება;
  • ადამიანთა ფაქტორის გამოყენება მენეჯმენტში–მუშაობის პროცესი, არჩევა, მომზადება, განვითარება, დისციპლინარული პროცედურებში მონაწილეობა, საკონსულტაციო კონტაქტების ეფექტიანი გამოყენება;
  • ექიმის და საშუალო სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელობა და მართვის პროცესში წარმოქმნილი კონფლიქტები დარეგულირება, სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და სამუშაო განრიგის შედგენა;
  • დაწესებულების განყოფილებების, კაბინეტების საქმიანობის სამუშაო პროგრამებისა და სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლის მიზნით ადგილზე რეგულარული გასვლები, მდგომარეობის ადგილზე გაცნობა, განყოფილებებისა და კაბინეტების საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; განყოფილებებისა და კაბინეტების თანამშრომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობა, სამკურნალო პროცესის სრულყოფის ახალი მეთოდებისა და საშუალებების მოძიება და წინადადებების მომზადება მმართველთან წარსადგენად, მმართველის მითითებით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგვმა-ორგანიზება და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • კვალიფიკაციის ამაღლება, მუდმივი პროფესიული განვითარება, სპეციალურ ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება. მოთხოვნები მინიმალური განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება და კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს სტაციონარული დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირის
  • კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული სათანადო პროგრამა.  

სამუშაო გამოცდილება:

  • სამედიცინო დაწესებულებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მ.შ. სამედიცინო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება, დეპარტამენტი და სხვ.) ხელმძღვანელი) 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობა

პროფესია: ზოგადი პროფილის ექიმი.

საკონკურსო თემატიკა:  საქართველოს კონსტიტუცია და ,,საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილება  საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“

 საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ“

 საქართველოს კანონი ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“  

ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N 150/ნ ბრძანება.

 ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N 22/ნ ბრძანება. 

 ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N108/ნ ბრძანება. 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“.

 

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი
  • სამედიცინო სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულება; დატალებზე ორიენტირებულება;
  • დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
  • თვითდისციპლინა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • საქმიანი შეხვედრის ორგანიზების უნარი;
  • პრეზენტაციის მომზადების უნარი;  

დამატებითი ინფორმაცია -კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით hr.gedoctor.gemyjobs.ge ვებგვერდის მეშვეობით მითითებულ ელ. ფოსტაზე.  

კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, სახელმწიფო სერტიფიკატი, სტაჟისა და კლინიკური მენეჯერის გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) ასლი;
  • მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • კანდიდატმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
  • კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე; (ვაკანსიის შევსებისას გთხოვთ, „პირადი ინფორმაციის“ ბლოკში მიუთითოთ რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი);
  • კონკურსს ჩაატარებს საკონკურსო კომისია (მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. №21);
  • დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, კანონმდებლობით ნებადართული სამედიცინო საქმიანობიდან, შესრულებული სამუშაოს მიხედვით მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა
  • ზეპირი დავალება
  • გასაუბრება.


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/05/2020
ბოლო ვადა: 18/06/2020

მსგავსი ვაკანსიები:



ექთანი
DENTAL LUX
ანაწღაურება: 300 GEL

მითერი
კურაციო
ანაწღაურება: 300 GEL