სპეც. ტექნიკის / loader ოპერატორი კობში

ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი

სამშენებლო კომპანია შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში წარმოადგენს China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანია ახორციელებს ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის (გვირაბის ნაწილის) მშენებლობას.

 

შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სპეც. ტექნიკის (loader) ოპერატორის პოზიციაზე.

 

 

პოზიციის დასახელება: სპეც. ტექნიკის (loader) ოპერატორი

გამოქვეყნების თარიღი: 23.10.2020

გაუქმების თარიღი: 22.11.2020

მდებარეობა: ყაზბეგის რაიონი, სოფელი კობი.

ანაზღაურება: 50-80 ლარი, დღიური.

სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულს საცხოვრებელითა და სხვა საჭირო პირობით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • · ტექნიკის მართვა;
  • · ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა;
  • · საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • · კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება;
  • · ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ;

 

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:

  • კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • უნარ-ჩვევები: უსაფრთხოების წესების ცოდნა; დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პერსონალის მართვის უნარი; ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • უცხო ენები: სავალდებულოა რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ხოლო, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: zhang.pengfei@crtg.cn და vgujaraidze@gmail.com, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „სპეც. ტექნიკის (loader) ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.


სრული განაკვეთი
ყაზბეგი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/10/2020
ბოლო ვადა: 07/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: