Software QA Manager

OneSoft

კომპანია: OneSoft

ვაკანსია: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი - Software QA Manager

 

კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Software QA Manager

 

კომპანიის შესახებ:

კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - 1C-ის პლატფომაზე არსებული უახლესი პროგრამული სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: www.onesoft.ge

 

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • პროგრამის ფუნციონალთან დაკავშირებული მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი.
  • პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება.
  • პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
  • სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, აღწერა, დეველოპერთან გადამისამართება.
  • შესწორებების ხელახალი ტესტირება.
  • პროგრამირების და ტესტირების დასრულების შემდეგ ფუნქციონალის აღწერის მომზადება.
  • ტესტირების პრაქტიკის შემუშავება და პროცესის მართვა.
  • შესრულებულ სამუშაობზე რეპორტების მომზადება.
  • ფუნქციონალის ეტაპობრივი გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
  • პროგრამის ფუნციონალთან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერა.
  • ფუნქციონალის განახლებული შესაძლებლობების შესახებ შესაბამისი აღწერის მომზადება.
  • Test case-ების დაგეგმვა და შესრულება.

 

 

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული მეცნიერებების მიმართულებით
  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
  • უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული კონფიგურაციების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა

 

 

პიროვნული უნარები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • აქტიურობა და მიზანმიმართულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

 

 

სამუშაო პირობები:

  • ადგიმლდებარეობა - ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2 აქსისის ბიზნეს ცენტრი.
  • სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი - 09:00 – 18:00, ორშაბათი-პარასკევი.
  • ანაზღაურება - 1000 ₾-დან, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@1soft.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ: Software QA Manager

 

გისურვებთ წარმატებას!

1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/03/2020
ბოლო ვადა: 17/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: