LOT.ge
SME ბიზნეს-ანალიტიკოსი
ვითიბი ბანკი ჯორჯია
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს SME ბიზნეს-ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 28.08.2020
ძირითადი ფუნქციები:
- ბიზნეს კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
- პროექტების მომზადება, საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად;
- საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა;
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები);
- მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი;
- გაყიდვების უნარი;
- მოწესრიგებული, ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი ;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე ;
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV–ი გადმოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/08/2020
ბოლო ვადა: 05/09/2020