სხვადასხვა

ექსპრეს ქსელი

სუპერმარკეტების ქსელი "ექსპრეს ქსელი" ეძებს თანამშრომლებს ახალი ფილიალისთვის, ზუგდიდში (ძველი ავტოსადგურის ტერიტორია) 1. კონსულტანტი გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 350 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** თაროებზე პროდუქციის განლაგება, მარაგების კონტროლი და მუდმივი შევსება; ** პროდუქციის ვადების სისტემატიური კონტროლი; ** მაღაზიის ადმინისტრატორის დროული ინფორმირება მოკლევადიანი პროდუქციის შესახებ; ** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა; ** მაღაზიაში არსებული პროდუქციის და მათი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება; 2. მოლარე გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 400 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდული პროდუქტის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში ** პროდუქციის სანაცვლოდ მომხმარებლისგან თანხის მიღება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით. ** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა, შესაბამისი ლიმიტის დაცვით თანხის ინკასაცია; ** სალაროს ზონასთან არსებული პროდუქციის ვადებისა და მდგომარეობის კონტროლი; ** სასაქონლო ზედნადების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს სფეროში გამოცდილება და პროგრამა "აპექსის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 3. ადმინისტრატორი გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: საწყისი- 700 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი; ** პროდუქციაზე ფასდებულების განლაგების უზრუნველყოფა; ** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება; ** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება; ** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (სწავლება სამუშაო ადგილზე); ** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ** პროდუქციის შეკვეთა ** შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე და სფეროში მუშაობის გამოცდილება ** პროგრამა "აპექსის" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.shioshvili@expresschain.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

350 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/03/2021
ბოლო ვადა: 02/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: