სისტემური ადმინისტრატორი

სან პეტროლიუმ ჯორჯია

"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული; ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები; ძირითადი მოვალეობები: ** ფიზიკური და ვირტუალური სერვერების, მონაცემთა სანახების გამართვა და ადმინისტრირება; ** კომპანიის მონაცემთა ცენტრების ადმინისტრირება და მონიტორინგი; ** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურირება, ადმინისტრირება და მონიტორინგი; ** მონაცემთა რეზერვაციის სისტემის ორგანიზება და ადმინისტრირება; ** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების უზრუნველყოფა; ** მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრა შესაბამის ვადებში, რეპორტინგი; ** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; ** ინციდენტების დაფიქსირება და მათი ოპერატიული გადაწყვეტა; ** სისტემური ლოგების კონტროლი და ანალიზი; კვალიფიკაცია: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შემდეგ მიმართულებებით: ** სერვერული ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების საფუძვლიანი ცოდნა; ** მონაცემთა რეზერვირების სისტემების საფუძვლიანი ცოდნა; ** Windows Server 2008/2012/2016, Active Directory Certificate Services, Active Directory Domain Services, Active Directory Federation Services, Active Directory Lightweight Directory Services, Active Directory Rights Management Services, Active Directory GPO, Application Server, DHCP Server, DNS Server, File and Storage Services, Network Policy and Access Services, Remote Desktop Services, Web Server (IIS), Windows Server Update Services, Windows Deployment Services, Power Shell Scripting - საფუძვლიანი ცოდნა; ** Exchange Server 2013/2016 - საფუძვლიანი ცოდნა; ** VMWare vSphere, vCenter, VDI სისტემების საფუძვლიანი ცოდნა; ** Office365 ის მართვის საფუძვლიანი ცოდნა; ** Linux-თან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია Microsoft-ის დამადასტურებელი სერტიფიკატები; პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; ** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალ გარემოებებთან ადვილად შეგუებისა და სწრაფი შესწავლის უნარი; ** დეტალებზე კონცენტრირებულობა, მოკლე ვადებში რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf.ge 2020 წლის 31 ივლისამდე; გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ** ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ** ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** . * გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე; ** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

2000 2500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 14/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: