LOT.ge
სისტემის მონიტორინგის სპეციალისტი
ჯორჯიან ქარდი
სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას სისტემის მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- რეალური გარემოს სისტემების აპლიკაციების 24/7 მხარდაჭერა და მონიტორინგი;
- ინციდენტების რეგისტრაცია, პასუხისმგებელი პირებზე ესკალირება, სტატუსის მონიტორინგი;
მოვალეობები
- ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება;
- სისტემის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
- არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
- შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
- სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალობის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
- საფინანსო ან IT სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
- MS Office პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 22 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge
და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/04/2020
ბოლო ვადა: 07/05/2020