სისტემების და ქსელების ადმინისტრატორი

პირველი არხი

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აცხადებს ვაკანსიას სისტემების და ქსელების ადმინისტრატორის  თანამდებობაზე 

სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი 

სამუშაოს აღწერილობა: 

თანამდებობა გულისხმობს სრული განაკვეთით მუშაობას მაუწყებლის ოფისების და გატანილი პროექტების IT ინფრასტუქტურის ადმინისტრირებისათვის.  საჭიროების შემთხვევაში ზეგანაკვეთური საათებისა და ღამის საათებში მუშაობას. ყველა IT სასერვერო და ქსელური სისტემების ინსტალაციას, საწყის კონფიგურაციას და შემდგომ მართვას. მაუწყებლობის და საწარმოო პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფას. 

  კერძოდ: 

  • სასერვერო ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და ადმინისტრირება, არანაკლებ: Windows Server 2012, 2016, 2019, ასევე Linux, Ubuntu, CentOS. Active Directory (replication), Group Policy მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი და მოთხოვნილი პოლიტიკების შექმნა სხვადასხვა ჯგუფებზე და მომხმარებლებზე. DHCP, DNS სერვისების ინსტალაცია და ადმინისტრირება, სხვადასხვა პოლიტიკის გატარება. სხვადასხვა ტიპის File Server ინსტალაცია და ადმინისტრირება (NTFS File Permission, Share Permission და სხვა).  
  • სერვერული, სანახი მასივების და ქსელური ინფრასტრუქტურის hardware ადმინისტრირება და მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული კომპონენტების ჩანაცვლება, სანახი მასივების სისტემური და RAID მასივების დისკების მონიტორინგი და დროული შეცვლა, მასივების rebuild პროცედურების უზრუნველყოფა, ქსელური ინტერფეისების მონიტორინგი და მომსახურება. 
  • Microsoft Exchange Server - ინსტალაცია და ადმინისტრირება, კონფიგურაცია, სინქრონიზაცია AD -სთან, მომხმარებლების მართვა, ცალკეული ჯგუფების შექმნა და სერვერული უზრუნველყოფა (Exchange Servers Clustering, Edge Servers, Active Sync), ასევე Microsoft Exchange DAG ინსტალაცია და ადმინისტრირება.  
  • ვირტუალური პლატფორმების არანაკლებ: VMware ESXi, Veeam Backup და Vcenter ინსტალაცია, ადმინისტრირება, კონფიგურაცია  (Data Center Virtualization, Network Virtualization, სარეზერვო კოპირება, High Availability), ერთმანეთთან სინქრონიზაცია, კლასტერებში გაერთიანება, მართვა. 
  • ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრალიზებული ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა, მომხმარებლების ჯგუფის შექმნა სინქრონიზაცია AD -სთან. 
  • ქსელური  მოწყობილობების ტოპოლოგიის დაგეგმვა, ინსტალაციაში და კონფიგურაციაში მონაწილება, ადმინისტრირება, მართვა,  VLAN -ების და Trunk -ების ორგანიზება წვდომის ზონების მოთხოვნების შესაბამისად. 
  • NG Firewall უსაფრთხოების სისტემების კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მართვა. 
  • მაუწყებელში არსებული და მომავალში დანერგილი IT მედია სისტემების ადმინისტრირების შესწავლა და მომსახურება (ჩატარდება შესაბამისი ტრეინინგები).  
  • სადგურების და Application Software გამართული მუშაობისა და შეუფერხებელი/უსაფრთხო წვდომის უზრუნველყოფა IT ჯგუფის შესაბამის ადმინისტრატორებთან კონსულტაციების და რეკომენდაციების გზით.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.   
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემურ/ქსელურ ადმინისტრატორად. 
  • სარეზერვო ასლების და არქივირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (NAS Storage).  
  • Network Switching, Routing,  BGP, (სასურველია ასევე IGRP) პროტოკოლების ცოდნა, სამუშაო გამოცდილება. მაღალი სტანდარტების მარშრუტიზატორებთან (Router) მუშაობის გამოცდილება, კონფიგურაცია, მარშუტიზაცია, ადმინისტრირება.  
  • სასურველია Cisco CCNA სერთიფიკატი. 
  • სასურველია სხვადასხვა დისკურ მასივებთან რეიდებთან, ბლეიდ სერვერებთან და კლასტერებთან მუშაობის გამოცდილება (SAN Storage -სისტემებთან მუშაობის გამოცდილება). 
  • სასურველია სხვადასხვა ტიპის სერვერული კლასტერების, მათ შორის, VMware ESXi პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება. 
  • სასურველია სხვადასხვა NG Firewall უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური და შინაარსობრივი ცოდნა. 
  • სასურველია PRTG, SolarWinds® - SNMP monitoring და სხვა მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: k.gugushvili@gpb.ge;

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/08/2020
ბოლო ვადა: 31/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: