სისხლის სამართლის იურისტი

უფლებები საქართველო

ააიპ "უფლებები საქართველო" აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1950 ლარი (დარიცხული ხელფასი) სამუშაოს დაწყების დრო: 1 ოქტომბერი 2020 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ხელშეკრულების ვადა: 9 თვე (გაგრძელების პერსპექტივით) მოვალეობები: ** საქმეების წარმოება სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში (თბილისი და რეგიონები); ** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; ** სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; ** სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა სამიზნე ჯგუფებთან; ** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ** მედიასთან კომუნიკაცია, შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა; ** ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობაში/ღონისძიებაში მონაწილეობა; ორგანიზაციის სახელით პოზიციების გამოხატვა; ** ორგანიზაციის მიზნებისათვის სხვა საქმიანობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი); ** ადვოკატად/იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, თანასწორობის, გამოხატვის თავისუფლების, საკითხებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას); ** ადვოკატის სალიცენზიო მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალობით (უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით); ** ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და პრეზენტაბელურობა; ** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა; ** ეფექტიანი კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა; ** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება; კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები: ** რეზიუმე (CV); 2 რეკომენდატორის მითითება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით; ** სამოტივაციო წერილი; ** ადვოკატად მუშაობის დამადასტურებელი ლიცენზიის ასლი; ** იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; ** ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი; ** ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას და შესაბამისობას არსებულ ვაკანსიასთან. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა; ** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება (ინგლისურ ენაზე); ** მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გასაუბრება. გამოცხადებულ პოზიციაზე დასაქმების მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@rights.ge 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. სავალდებულოა, ელფოსტის დასახელებაში მიეთითოს: "სისხლის სამართლის იურისტი". არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

1950 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/09/2020
ბოლო ვადა: 01/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: