სისხლის სამართლის ადვოკატი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე, საიას აჭარის ფილიალში. საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო ადგილი - საიას აჭრის ოფისი ანაზღაურება 1100 - 1400 ლარის ფარგლებში ძირითადი ფუნქციები: ** პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა; ** საია-ს იურიდიული დახმარების კრიტერიუმების შესაბამისად საადვოკატო საქმეები წარმოებაში მიღება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება; ** მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში; ** ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება; ** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; ** პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების ** შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება; ** კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა; ** სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; ** საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ​ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი შრომის დისციპლინა; ** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი; ეტაპები: ** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა; ** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას ** მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს. საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება! საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით. ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 17 მარტი, 18:00 საათი საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge

1100 1400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 17/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: