შიდა ქართლის წარმომადგენლობის დამლაგებელი გორში
OPPA
სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად! სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას შიდა ქართლის წარმომადგენლობის დამლაგებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: გორი.
პოზიციის მიზანი:
- ოფისის სისუფთავეზე ზრუნვა.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის საოფისე ტერიტორიზე ყოვლდღიური სისუფთავის დაცვა/შენარჩუნება;
- სამუშაო გარემოსა და სველი წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია;
- სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ ერთი წლიანი სამუშაო გამოცდილება.
უნარები:
- მოწესრიგებულობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა;
- პუნქტუალურობა;
- დროის მართვის უნარი;
- სწრაფი რეაგირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სრული განაკვეთი
გორი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/01/2021
ბოლო ვადა: 11/02/2021