შიდა პროცედურების განვითარების სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია

სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე შიდა პროცედურების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე:

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი, მოდელირება;
  • დეპარტამენტებისა და სამსახურების ფუნქციების ეფექტურად ურთიერთდაკავშირება;
  • ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების/ოპტიმიზაციის მიზნით, პროცედურული და ტექნიკური  ცვლილებების დაგეგმვა;
  • პროცესში არსებული საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი კონტროლების შემუშავება
  • შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მომზადება;
  • შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შეთანხმება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
  • საოპერაციო რისკების მართვის კომიტეტის დღის წესრიგის მართვა; კომიტეტის გადაწყვეტილებების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;
  • საოპერაციო ინციდენტების მართვისა და რეპორტინგის პროცედურის შემუშავება;
  • ბიზნესის უწყვეტობის გეგმის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელება;
  • პროგრამული წვდომის უფლებების გაწერა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული უმაღლესი განათლება (პრიორიტეტული მიმართულებაა ბიზნესის ადმინისტრირება ან ფინანსები);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-3 წლიანი  გამოცდილება;
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია IT პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემური საკითხების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი
  • კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი
  • სასურველია ექსელის კარგი ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები

  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • რთული ტექნიკური საკითხების ოპტიმალურად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განცხადებები მიიღება 2020 წლის  16  ოქტომბრამდე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/10/2020
ბოლო ვადა: 17/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: