შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი ქუთაისში

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

 

ფუნქციები:

  • ფილიალში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია;
  • პროგრამული ფასების შესაბამისობის კონტროლი;
  • ინვენტარიზაცის შემდგომ ოქმის შედგენა დადგენილი წესის მიხედვით;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა;
  • ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • ფილიალში შესაბამისი სააქციო მაჩვენებლის არსებობის, ფასმაჩვენებლების და ვადების  კონტროლი.

 

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში მსგავს ან იგივე პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად)
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • 1C ERP-UP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა

 

სხვა მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა.

 

 

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge   

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 ივლისი, 2020 წელი

 

 

ორი ნაბიჯიმადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“- ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 24/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: