შესყიდვების სპეციალისტი

არქი

კომპანია „არქი“  წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 27 დასრულებულ პროექტს და 22 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

 

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია არქი  აცხადებს ვაკანსიას  შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

შესყიდვების სპეციალისტის ფუნქციები იქნება:

  • მიღებული მოთხოვნის დამუშავების პროცესის მართვა;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
  • მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან;
  • იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • საქმის ეფექტურად განაწილების, პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel
  • ინგლისური - წერა/ზეპირი ძალიან კარგად;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php და გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2021  წლის 28 მაისის  ჩათვლით. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/05/2021
ბოლო ვადა: 29/05/2021

მსგავსი ვაკანსიები: