შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
OPPA
სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
პოზიციის მიზანი:
კომპანიის სტრატეგიის მიხედვით შესყიდვების პროცესში ჩართულობა და მართვა.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება კომპანიაში არსებული პროცესების შესაბამისად;
- ბაზრის ანალიზი და რეპორტების მომზადება;
- შესაძლო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების კვლევა, საუკეთესო შეთავაზების მოძიება და შესყიდვის განხორციელება;
- შესყიდვების პროცესში ბუღალტერიასთან და დაკავშირებულ რგოლებთან ინფორმაციის მიმოცვლა;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
- კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში შესყიდვების კუთხით ჩართულობა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS ოფისის ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია.
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია კანდიდატს საკუთრებაში ჰყავდეს ავტომობილი.
უნარები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პატიოსნება;
- თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
- პროაქტიულობა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/10/2020
ბოლო ვადა: 17/10/2020