შესყიდვების მენეჯერი

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე არაკომერციული შესყიდვების დეპარტამენტში.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. N39/41

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00

 

ძირითადი ფუნქციები:

  • არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  • გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება;
  • მომწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • ტენდერების მართვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგებების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით);
  • შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • იმპორტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office - Word, Excel, PowerPoint, Outlook.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივნისი, 2020 წელი

 

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“ - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ

გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/06/2020
ბოლო ვადა: 29/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: