შესყიდვების მენეჯერი

გრანდ ელექტრონიქსი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 1995 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და „Grand Electronics”-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში. შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილისა და „ისთ-ფოინთის“ ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით „გრანდ ელექტრონიქსი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი  + ბონუსი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი;
  • მომწოდებლების ნაშთების რეგულარული კონტროლი და სასურველი პროდუქციის შერჩევა;
  • გაყიდული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი;
  • შესყიდული პროდუქციის შესახებ ტრენინგების ჩატარება და ინფორმაციის მიწოდება მაღაზიებისთვის;
  • შესყიდული და გაყიდული პროდუქციის მუდმივი ანალიზი და კონტროლი;
  • მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შეთანხმების მიღწევა;
  • ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
  • სავალდებულოა შესყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულია საყოფაცხოვრებო/ კომპიუტერული /სეზონური ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • უცხო ენების  ცოდნა ( ზეპირი, წერილობითი);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე:hr@grandel.ge გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/04/2020
ბოლო ვადა: 27/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: