შესყიდვების მენეჯერი

Agro Food Trade

სავაჭრო კომპანია „Agro Food Trade“ საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2013 წლიდან. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს ლიდერი ჰიპერმარკეტების, სუპერმარკეტებისა და ქვეყნის მასშტაბით ოპერირებადი სხვა სარეალიზაციო ობიექტებისთვის ქართული და იმპორტული სოფლის მეურნეობის  პროდუქციის მიწოდებას. https://www.facebook.com/agrofoodtrade/

 

 კომპანია Agro Food Trade აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ხელმძღვანელის პოზიციზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომერციული დეპარტამენტისგან  მოითხოვოს და დაამუშავოს არსებული ასორტიმენტის რეალიზაციის გეგმა;
  • დაამუშავოს და განაახლოს არსებული მომწოდებლების ბაზა;
  • მოიძიოს და მოელაპარაკოს ახალ მომწოდებლებს ქვეყნის შეიგნით და მის ფარგლებს გარეთ კომპანიის ინტერესების და მოთხოვნების შესაბამისად;
  • აწარმოოს კომპანიის ინტერესების მიხედვით შესყიდვების და დაბრუნების პირობები მომწოდებლებთან;
  • განსაზღვროს თითოეული პროდუქტის მინიმალური-მაქსიმალური (ბუფერული) ნაშთი, სარეალიზაციო პუნქტების გამტარუნარიანობის, სეზონურობის ტრენდის და მომწოდებლის/პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • გაყიდვების გეგმის და მიმართულების საფუძველზე შეადგინოს მომდევნო წლის შესყიდვების ბიუჯეტი პროდუქციის რენტაბელობისა და მომწოდებლებთან სახელშეკრულებო პირობების  გათვალისწინებით;
  • აწარმოოს მოლაპარაკებები და გააფორმოს კომპანიის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით ხელშეკრულებები გადამზიდავ/ლოგისტიკურ კომპანიებთან;
  • აწარმოოს კომპანიისთვის ეფექტური  მოლაპარაკებები ნებისმიერ სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან რომლის მომსახურება ემიჯნება შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობას  (მაგ: სადაზღვევო  კომპანიები);
  • შეისყიდოს პროდუქცია კომპანიის გაყიდვების და ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით;
  • აწარმოოს რეპორტი შესყიდვების, დაბრუნების და პოტენციური ასორტიმენტის დანერგვა/განვითარების შესახებ და წარუდგინოს ხელმძღვანელს;
  • უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში არსებული კადრების სრული და სწორი ინფორმირება დასახული მიზნების და ამ მიზნების მიღწევის გზების შესახებ.

 

 მოთხოვნები: 

  • Retail-სა და დისტრიბუციაში შესყიდვების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება  ( მიენიჭება პრიორიტეტი)
  • ბაკალავრის ხარისხი                                                                           
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office)
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა   
  • სტრატეგიულად აზროვნებისა და ანალიზის უნარი;                                                            
  • ორგანიზებულობა და კრეატიული აზროვნების უნარი 
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი.
  •  აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: სრული, შაბათის ჩათვლით. კვირა დღე დასვენება.
  • სამუშაო საათები: 9:00 - 18:00-მდე
  • ხელფასი 1500- 2000 ლარი.  (სამუშაო გამოცდილების მიხედვით)

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@agrofoodtrade.ge „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/04/2020
ბოლო ვადა: 14/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: