შესყიდვების განყოფილების უფროსი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს  ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 

 

ძირითადი პასუხიმგებლობები:  

  • შესყიდვების ტენდერების ორგანიზება; 
  • გამოსაცხადებელი ტენდერის დოკუმენტაციის სრულყოფა;   
  • მიღებული წინადადებების ანალიზი; 
  • შესყიდვების კომიტეტისთვის რეკომენდაციების წარდგენა მემორანდუმის სახით; 
  • ტენდერის შედეგების დოკუმენტირება; 
  • ფასთა გამოკითხვების ჩატარება; 
  • შესაბამისი შედეგების დოკუმენტირება; 
  • შედეგების პერიოდული წარდგენა შესყიდვების კომიტეტისთვის; 
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება; 
  • მომწოდებლის მიერ აღებული  ვალდებულებების  შესრულების კონტროლი; 
  • ბაზარზე არსებული ფასების შესწავლა და ანალიზი; 
  • შესყიდული პროდუქციის / მომსახურების ხარისხის კონტროლი; 
  • ლოჯისტიკური დავალებების შესრულების კონტროლი; 
  • ხარჯების დეტალური ანალიზის მიზნით, სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტის მომზადება; 
  • კომპანიის საწყობის აღრიცხვა და მართვა; 
  • ფიქსირებული აქტივების ინვენტარიზაცია. 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • სრული უმაღლესი განათლება; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი  მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა; 
  • ინგლისური (სავალდებულო)  და რუსული (სასურველი) ენების  ცოდნა. 

 

პიროვნული მახასიათებლები 

  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • კრეატიულობა/ინოვაციურობა; 
  • კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge 

და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება შესყიდვების განყოფილების უფროსი.  

განცხადებები მიიღება 2020 წლის 18 აგვისტომდე. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/08/2020
ბოლო ვადა: 18/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: