შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ჯი არ სი

კომპანია „ჯი არ სი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

 

მოთხოვნები და  ძირითადი მოვალეობები:

საქმიანობის აღწერა:

  • პროდუქციის შესყიდვა უცხოურ და ადგილობრივ ბაზარზე;
  • ახალი პროდუქციის / მომწოდებლის მოძიება უცხოურ და ადგილობრივ ბაზარზე;
  • შესყიდვების პოლიტიკის შექმნა, დანერგვა და გატარება;
  • უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება, ვიზიტი და მოლაპარაკება;
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან ეფექტური ურთიერთობის წარმოება და ადგილობრივი შესყიდვების გამართვა;
  • საწყობის ნაშთების მონიტორინგი;
  • შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • დეპარტამენტისთვის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
  • საბაჟო სამსახურისთვის დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ფასებისა და ტენდერების მონიტორინგი;
  • სატრანსპორტო კომპანიების მოძიება;
  • პერიოდიკის დაცვით შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა / მონიტორინგი;
  • შესყიდული ტვირთის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულების ეფექტური მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • დაქვემდებარებულების განვითარებისთვის სამოტივაციო სქემების შემუშავება / დამტკიცება / შესრულების მონიტორინგი;
  • კომპანიის  სხვა დეპარტამენტებთან მუდმივი  ურთიერთობა;
  • პროგრამულ სისტემებში ასახული ინფორმაციის სისწორის მუდმივი მონიტორინგი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • გადამზიდავ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი);;
  • ინგლისური, თურქული ან/და რუსული ენების ცოდნა როგორც ზეპირი ასევე წერილობით კომუნიკაციისთვის;
  • კარგი არითმეტიკული უნარები;
  • Word, Excel, PowerPoint - ის სრულყოფილი ცოდნა;

 

სხვა მოთხოვნები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ფოტოსურათით) ჩვენს ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge   

საგანში ,,(subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/10/2020
ბოლო ვადა: 27/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: