შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ფუნქციონირებს 2015 წლიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - „ჯი არ სი“ აცხადებს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანსიას. შპს „ჯი არ სი“ – სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და უკვე 15 წელია რაც ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში. „ჯი არ სი“-ს ძირითადი მიმართულებებია: გადახურვის მასალები, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, ხანძარმედეგი ქვაბამბის სენდვიჩპანელი – ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისობის სერტიფიკატი მთელ რეგიონში, დამათბუნებელი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები, სტრუქტურილი რკინა, სამშენებლო ქიმია, თაბაშირმუყაო, აქსესუარები და სხვა.

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო საათები: 09:00 – 18:00

 

შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • გადამზიდავ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური, თურქული ან/და რუსული ენების ცოდნა როგორც ზეპირი ასევე წერილობით კომუნიკაციისთვის;
  • კარგი არითმეტიკული უნარები;
  • Word, Excel, PowerPoint - ის სრულყოფილი ცოდნა;

 

შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის საქმიანობის აღწერა:

  • პროდუქციის შესყიდვა უცხოურ და ადგილობრივ ბაზარზე;
  • ახალი პროდუქციის / მომწოდებლის მოძიება უცხოურ და ადგილობრივ ბაზარზე;
  • შესყიდვების პოლიტიკის შექმნა, დანერგვა და გატარება;
  • უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება, ვიზიტი და მოლაპარაკება;
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან ეფექტური ურთიერთობის წარმოება და ადგილობრივი შესყიდვების გამართვა;
  • საწყობის ნაშთების მონიტორინგი;
  • შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • დეპარტამენტისთვის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება;
  • საბაჟო სამსახურისთვის დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ფასებისა და ტენდერების მონიტორინგი;
  • სატრანსპორტო კომპანიების მოძიება;
  • პერიოდიკის დაცვით შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა / მონიტორინგი;
  • შესყიდული ტვირთის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულების ეფექტური მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • დაქვემდებარებულების განვითარებისთვის სამოტივაციო სქემების შემუშავება / დამტკიცება / შესრულების მონიტორინგი;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან მუდმივი ურთიერთობა;
  • პროგრამულ სისტემებში ასახული ინფორმაციის სისწორის მუდმივი მონიტორინგი;

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@grc.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში იმ ვაკანსიის დასახელების მითითება, რომელზეც აგზავნით CV-ის: შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი, 2020 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/10/2020
ბოლო ვადა: 08/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: