შესყიდვების ანალიტიკოსი

ბი-ემ-სი გორგია

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

“გორგია” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ასორტიმენტის ანალიზი;
  • შეკვეთების მომზადება;
  • მარაგების ანალიზი;
  • შესყიდვების ბიუჯეტის შედგენა;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმარება და შეფასება;
  • კატეგორიის მომგებიანობის ანალიზი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მათემატიკის სპეციალობის მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/09/2020
ბოლო ვადა: 09/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: