შეკვეთების კოორდინატორი

მარშე

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით. ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა. კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე) ანაზღაურება: 600 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტებთან კომუნიკაცია შეკვეთების მიღება-მიწოდებასთან დაკაშირებით; ** შეკვეთების ელექტრონულ ბაზაში გაფორმება და მათი მიწოდება წარმოების ტექნოლოგ-მენეჯერებისთვის; მოთხოვნები: ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშაობის ცოდნა). ** ორგანიზებულობა და დისციპლინა. ** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები. თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; ** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "შეკვეთების კოორდინატორი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 7 მარტი 2021 წელი. წარმატებას გისურვებთ!

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/02/2021
ბოლო ვადა: 07/03/2021

მსგავსი ვაკანსიები: