სერვისის მძღოლი

GT Motors

შპს „ჯი-თი მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას  სერვისის მძღოლის პოზიციაზე.  

კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155

სამუშაო განაკვეთი: 10:00სთ.-დან 18:00 სთ.მდე (დასვენების დღე კვირა).  

აუცილებელი მოთხოვნები

  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა.
  • მართვის მოწმობის B კატეგორია სავალდებულოა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;  

პიროვნული თვისებები

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • იბარებს ავტომობილს მომხმარებლისგან/სერვისის მიმღებისგან;
  • ავტომობილის ჩაბარებისას, მომხმარებლის თანდასწრებით მძღოლის სავარძელსა და საჭეზე უკეთებს დამცავ შალითას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იწყებს ავტომობილის ტრანსპორტირებას;
  • ავტომობილის ნებისმიერ გადაადგილებას აღრიცხავს კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
  • ავტომობილის ტრანსპორტირებისას აღმოჩენილ ნებისმიერი ხარვეზის შესახებ აცნობებს სერვისის მიმღებს;
  • ავტომობილის ტრანსპორტირებისას იცავს მოძრაობის წესებს და გადაადგილდება უსაფრთხოდ ;

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით  მისამართზე vacancy@gtmotors.ge  და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება;  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან,

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: